დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
emailguilty.we@gmail.com

ჰიგე

ვაბი საბის მსგავსად, ჰიგე არის დეკორაციის სტილი, რომელიც ძალიან განსხვავებული კულტურისგან მომდინარეობს. ჰიგეს სტილში დაფასებულია უბრალოება და კომფორტი. ეს სტილი ყოველდღიურობაში, მცირე დეტალების დახმარებით, სასიამოვნო გარემოს შექმნაში გვეხმარება.

თუ ერთმანეთს შევადარებთ ვაბი საბისა და ჰიგეს სტილს, მივხვდებით რომ ორივეს ფესვები მინიმალიზმთან იღებს სათავეს - მშვიდი ატმოსფერო, უბრალო გარემო და ჰარმონია, ნეიტრალური ფერების და თბილი ტექსტურის შერწყმა, ბუნებრივი მასალებისგან ხელით შექმნილი დეკორაციების გამოყენება.

სიტყვა ჰიგე პირველად მე-19 საუკუნეში გამოჩნდა. ამ სიტყვას პირდაპირი თარგმანი არ გააჩნია, თუმცა ასოცირდება მატერიალურ კეთილდღეობასთან, კეთილ სურვილებთან და კომფორტთან. ჰიგეს კულტურული მიმდინარეობა დანიელების მიერ შექმნილი ცხოვრების სტილია და მათი კულტურის ფუნდამენტალურ ნაწილს წარმოადგენს.

ჰიგეს სტილი ინტერიერში - ეს არის ხელოვნება, რომელიც აფასებს ცხოვრების მცირე დეტალებს და გვასწავლის, თუ როგორ უნდა მივიღოთ სიამოვნება წვრილმანებისგან. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სინათლეს და ცეცხლს - დეკორატიული სანთლები, ბუხარი, სანათები;  პლედებს და მუთაქებს, რომლებიც ბუხართან კომფორტულად მოკალათებაში დაგეხმარებათ - მოკლედ რომ ვთქვათ, მნიშვნელობა ენიჭება ყველაფერს, რაც კომფორტს გიქმნით და თვალისთვის სასიამოვნოდ აღსაქმელია.

აქვე გიზიარებთ გვერდს, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ დეკორატიული სურნელოვანი ხელნაკეთი სანთლები - იკას სანთლები | Ika's Candles

წყარო: ვიკიპედია
            Hema
ფოტო: K-Studio