მსოფლიოში ინტერიერის დიზაინის ყველაზე პოპულარულ სტილებს შორის ერთ-ერთი არის სკანდინავიური სტილი, რომელიც მე-20 საუკუნეში წარმოიშვა და ვრცელდებოდა ხუთ სკანდინავიურ ქვეყანაში: დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვედეთი. ამ სტილის მთავარი მახასიათებელი ნიშანია იდეალური ბალანსი სილამაზესა და ფუნქციურობას შორის. მისი დომინანტური ფაქტორი სიმარტივე და ბუნებრივი განათებაა. ფერები - თეთრი, ბეჟი და ნაცრისფერის ჩრდილებია.
მთავარი წესი: ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა აიცილოთ არეულობა.
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, გლობალური პანდემიის გამო, ადამიანებს უმეტესი დროის გატარება სახლში უწევდათ, შესაბამისად კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნას ინტერიერში დიდი მნიშვნელობა მიენიჭა.
კოპენჰაგენელი პროდუქტის დიზაინერი, ფერებისა და ტრენდების კონსულტანტი ნინა ბრუნი აღნიშნავს, რომ 2022 წლის ტრენდზე სკანდინავიურ სტილში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კოვიდმა, კლიმატურმა ცვლილებებმა და მონაცემთა გაციფრულებამ.
გთავაზობთ, ნინა ბრუნის - სკანდინავიელი დიზაინერის კოლექციას, რომელიც მე ძალიან მომეწონა. ასევე სკანდინავიური კომპანიის ლინკს Muuto, სადაც წარმოდგენილია ძალიან ლამაზი ავეჯი და ინტერიერის დეკორაციები.
წყარო: სკანდინავიური სტილი - ვიკიპედია
ფოტო: Nina Bruun
- არტეფაქტი -