დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
emailguilty.we@gmail.com

ვაბი საბი - არასრულყოფილების სილამაზე

იაპონიის ესთეტიკურ კულტურაში ერთერთი ფილოსოფიაა ვაბი საბი, რომლის მსოფლმხედველობა ეფუძნება წარმავლობისა და არასრულყოფილების მიღებას და გაგებას. ვაბი საბი არის კონცეპტი, რომელიც წარმოიქმნება უბრალოებისა და  აუთენტურობისაგან. იაპონური ფილოსოფია გვთავაზობს, გავექცეთ თანამედროვე რეალობაში აკვიატებულ პერფექციონიზმს და ვიპოვოთ სილამაზე იმპერფექციებში, მივიღოთ ბუნებრივი არასრულყოფილება და დავაფასოთ იგი.

ვაბი საბის ელემენტები ინტერიერში წლების განმავლობაში პოპულარობით სარგებლობს და ამბობენ, რომ კიდევ დიდ ხანს იქნება ტრენდული. ინტერიერში ვაბი საბის ელემენტების შემოტანა სიმყუდროვესა და სითბოს შესძენს ნებისმიერ სივრცეს. ვაბი საბის ძირითადი პალიტრა ნატურალური ფერებია - ყავისფერი, ბეჟი, რუხი ფერები, ნატურალური მწვანე. ვაბი საბის ახასიათებს ასიმეტრია, სიმრუდე, უბრალოება...

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის სილამაზე, რომელიც არასრულყოფილებაშია დამალული. არაფერია ამქვეყნად სრულყოფილი...

-არტეფაქტი