წესები და პირობები
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ნებისმიერ დროს 7/24 საათის განმავლობაში. შეძენილი პროდუქტის გამოგზავნა მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს.
შეძენილი პროდუქტის დაბრუნება/ჩანაცვლება
შეძენილი პროდუქტის ჩანაცვლება შესაძლებელია, თუ:
- შეგვეხმიანებით პროდუქციის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში;
- პროდუქციას გამოგვიგზავნით უკან მისი მიღებიდან 7 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე);
- შეძენილი პროდუქციის ჩანაცვლება შესაძლებელია მხოლოდ წუნის აღმოჩენის შემთხვევაში. გაითვალისწინეთ, რომ იმპერფექციები ზოგიერთ პროდუქციაზე არის დიზაინის ნაწილი და არ ჩაითვლება წუნად.
- პროდუქტი დასაბრუნებლად ან ჩასანაცვლებლად უნდა გამოგვიგზავნოთ ნებისმიერი საკურიერო კომპანიით მისამართზე: ფარნავაზ მეფის ქ. 93/99, ბათუმი, საქართველო
- პროდუქციის უკან დაბრუნების საკურიერო მომსახურებას იხდის მომხმარებელი.
შეძენილი პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია, თუ:
- პროდუქციას გამოგვიგზავნით უკან მისი მიღებიდან 3 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე);
- შეძენილ პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ წუნის აღმოჩენის შემთხვევაში. გაითვალისწინეთ, რომ იმპერფექციები ზოგიერთ პროდუქციაზე არის დიზაინის ნაწილი და არ ჩაითვლება წუნად.
- პროდუქტი დასაბრუნებლად ან ჩასანაცვლებლად უნდა გამოგვიგზავნოთ ნებისმიერი საკურიერო კომპანიით მისამართზე: ფარნავაზ მეფის ქ. 93/99, ბათუმი, საქართველო
- პროდუქციის უკან დაბრუნების საკურიერო მომსახურებას იხდის მომხმარებელი.
პროდუქციის დაბრუნება ან ჩანაცვლება ვერ მოხერხდება, თუ:
- პროდუქცია დამზადებულია შეკვეთით;
- პროდუქცია შეძენილია აქციისა და ფასდაკლებების ფარგლებში;
პროდუქციის დაბრუნების პირობები:
მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს უკან დასაბრუნებელი გზავნილის საფასური. პროდუქციის ჩანაცვლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღმოაჩინეთ წუნი ან პროდუქტი მიიღეთ დაზიანებულ მდგომარეობაში. პროდუქციას შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სარეალიზაციო იერსახე, იყოს პირვანდელ მდგომარეობაში და მასზე დატანილი იარლიყი არ უნდა იყოს დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული. შეძენილი პროდუქციის ჩანაცვლება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. თანხა დაგიბრუნდებათ 2-დან 5 სამუშაო დღემდე შუალედში იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა თანხის ჩარიცხვა. თანხის დაბრუნება მოხდება მას შემდეგ, რაც დაბრუნებულ პროდუქტს მივიღებთ ადგილზე და ის დააკმაყოფილებს ზემოთხსენებულ მოთხოვნებს.
ხელმისაწვდომი გადახდის საშუალებები
ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa და Mastercard ბარათის მეშვეობით.
ინდივიდუალური შეკვეთა
შესაძლებელია ინდივიდუალური შეკვეთების დამზადება. ამისათვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
მიწოდების პირობები
- ბათუმში პროდუქციის მიწოდება უფასოა.
- საქართველოს სხვა ქალაქებში (გარდა ბათუმისა) შენაძენი იგზავნება "ჯორჯიან ექსპრესის" საშუალებით. 150 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში საკურიერო მომსახურება უფასოა. შეკვეთის ჩაბარება ხდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე. შეძენილი პროდუქტის მიწოდება ხდება მაქსიმუმ სამ სამუშაო დღეში.
150 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შემთხვევაში საკურიერო მომსახურების (Georgian Express) ტარიფი არის 10 ლარი.
- პროდუქციის გაგზავნა შესაძლებელია საზღვარგარეთაც. გზავნილის ღირებულების დასათვლელად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. საზღვარგარეთ გზავნილებისთვის პარტნიორი კომპანიებია „საქართველოს ფოსტა“ და „ბოქსეტ ჯორჯია“.
- საზღვარგარეთ გზავნილის მიწოდების ვადაა 7-21 სამუშაო დღე. გაუთვალისწინებელმა პირობებმა (უამინდობა, COVID-19, დღესასწაულები და სხვ.) შესაძლოა გამოიწვიოს გზავნილის მიწოდების შეფერხება.
სამომხმარებლო შეთანხმება
- ვებ-გვერდის ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენი მომსახურების პირობებზე.
- ჩვენი ბიზნესი და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამიტომ ამ სამომხმარებლო შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რის შესახებაც ჩვენ შევეცდებით მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომხმარებლებს, თუმცა ეს ჩვენი ვალდებულება არ არის, ამიტომ გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები და სიახლეები.
- ყველა ქვემოთხსენებული პირობა არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას.
ჩვენი მომსახურება
guilty.ge და artefacthomedeco.ge არის ონლაინ მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ამავე ვებ-გვერდის საშუალებით, შეიძინოს წარმოდგენილი ხელნაკეთი პროდუქცია და მიიღოს მომსახურება.
თქვენი ანგარიში და პროფილი
guilty.ge და artefacthomedeco.ge-ის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის. მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ. თუ სხვა, თქვენს მიერ არაუფლებამოსილი პირი შევა ჩვენს ვებ-გვერდზე და ისარგებლებს მომსახურებით იმ guilty.ge და artefacthomedeco.ge-ის ანგარიშის მეშვეობით, რომელიც შექმნილია თქვენს სახელზე, ჩვენ დავეყრდნობით ამ ანგარიშს და ვივარაუდებთ, რომ ვებ-გვერდზე შეხვედით თქვენ.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი, 10:00დან - 22:00 საათამდე
შაბათი - კვირა, 10:00 - 19:00.
ტელ: +995 (555) 60 60 27
ელ ფოსტა: guilty.we@gmail.com; artefacthomedeco@gmail.com
მოგვწერეთ საიტზე არსებულ ჩეთში ან საიტის საკონტქტო ფორმის გამოყენებით.